
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა შეუერთდა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტს - Protect the environment and biodiversity/დაიცავი გარემო და ბიომრავალფეროვნება!
პროექტი eTwinning-ის ფარგლებში, პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტან-მასწავლებლებმა - სოფიკო ლეკიაშვილმა, ხათუნა კრაველიძემ და თამარ სილაგაძემ ჩაატარეს.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ბედიანის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა „მარნეულის ამერიკულ კუთხეში“, წითელ წიგნში შეტანილი სახეობების შესახებ power point-ში მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: