ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე პირველადი დახმარების წესებს გაეცნენ
11-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ მეექვსე კლასში, ბუნების გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანია. მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობასა და რესურსს მასწავლებელი არევიკ დანიელიანი სთავაზობს. 

ამჯერადაც, კლასში მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც „პირველადი სამედიცინო დახმარება“ იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მათ ისაუბრეს, შემდეგ კი პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ უნდა დაეხმარონ საველე პირობებში ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203