„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“ - პატრიოტული ღონისძიება გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში
11-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა 9 აპრილს - ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. 

„35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. დღე გლოვისა და დღე გამარჯვებისა!“ -  ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, თემაზე - „მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გააცოცხლეს ისტორია და შეძლეს წარსულში „დაბრუნება“, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ნესტან კირკიტაძე გახლდათ, ხოლო წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი თეა მჟავანაძე. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203