არწივანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს არც ისე შორეული წარსული და 9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე გამარჯვების, სამშობლოს სიყვარულით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203