არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათ მოტივაციაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ერთვებიან. 

მათ შორის აღსანიშნავია, საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც დედისა და ქალთა დღეებისადმი იყო მიძღვნილი. 

ღონისძიება მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაწყვეტილებით, ერთობლივად გაიმართა, სადაც მიწყვეულნი იყვნენ მოსწავლეების დედები. 

დედები თავიანთ შვილებთან ერთად,  წყვილებში, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ბევრს ხალისობდნენ - ამ დღის ემოციები მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოჰყვებათ. 

აღსანიშნავია, რომ დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა ნინო ბერიძის მიერ მოწყობილმა ნახატების გამოფენამ. ელექტრული რესურსით წარადგინა პრეზენტაციები ცირა მინდიამ და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე კი მანანა დუმბაძე ზრუნავდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა „შშმ პირთა უფლებების დამცავი საზოგადობის“ თავმჯდომარე მარი საგინაძე, რომელიც მოსწავლეებს ტკიბილეულით გაუმასპინძლდა. 

სკოლაში მადლობას უხიდან მასწავლებლებსა და პედაგოგებს საინტერესო დღისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203