„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ - პატრიოტული ღონისძიება ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში
11-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ და მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“ და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ხეცურიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხა შ. ნიშნიანიძის ლექსი - „სიზმრად ვნახე თეთრი გედი“, ხოლო მე-8 კლასის მოსწავლეებმა ლექსებთან ერთად წაიკითხეს 9 აპრილს მონაწილეთა და დაზარალებულთა მოგონებები.

ღონისძიება დასრულდა სიმბოლური სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203