ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
11-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს. გამარჯვებული კი, IV კლასი გახდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სპორტის მასწავლებლების - თამაილა მაკარაძის, რამინ კონცელიძისა და მურმან კონცელიძის ჩართულობით ჩატარდა.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203