სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქტივობას შეუერთდნენ
11-04-2024

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

შედეგად, მოსწავლეებს ისეთი საკითხებიც გაცნობიერებული აქვთ, როგორიც გარემოს დაცვა და ბუნების მოფრთხილებაა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ მოსწავლეებმა „დედამიწის საათი“ აღნიშნეს. მათ ვიდერგოლიც გადაიღეს, სადაც აღნიშნული დღის შესახებ ისაუბრეს. შემდეგ კი, ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწას უნდა მოუფრთხილდნენ და 1 საათით შუქი ჩააქრეს. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათს, „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ამ დღეს, ერთი საათით, მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი ერთიანდება და ასობით ქვეყანაში მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება ქრება.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203