გურძემის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის მაისურების პრეზენტაცია გაიმართა
11-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს, მისი საქმიანობის ფარგლებში, ბევრი ღონისძიება ჩატარდა და კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება.

10 აპრილს, სამოქალაქო კლუბის მაისურების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებამ საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა, მონაწილეებმა საინტერესო აქტივობები გამართეს.

მონაწილეებს სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა - კახა ჯგერენაიამ და სკოლის დირექტორმა - ჯამბულ ცაგურიამ სიტყვით მიმართეს. მათ მონაწილეებს ეს დღე მიულოცეს და დიდი წარმატებები უსურვეს.

როგორც კლუბის წევრები აღნიშნავენ, ეს დღე მათთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:



















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203