„მადლობა თავისუფლებისთვის“- მულახის საჯარო სკოლის მე-4 კლასში 9 აპრილს პერფორმანსი მიეძღვნა
11-04-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ სამშობლოს ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობა აღუზარდონ.
ამიტომაც, სკოლაში უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს პერფორმანსი - „მადლობა თავისუფლებისთვის“ მიუძღვნეს. მათ აღნიშნეს, რომ ეს თარიღი, ერთდროულად, გამარჯვებისა და გლოვის დღეა.
მოსწავლეებმა საინფორმაციო ფილმი ნახეს და 9 აპრილის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. შემდეგ კი, საკლასო ოთახში პატარა მემორიალური დაფა, სახელწოდებით - „მადლობა თავისუფლებისთვის“ მოაწყვეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს