„ქიმია და ჯანსაღი კვება“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
11-04-2024
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
8 აპრილს სკოლაში ქიმიაში კვირეული - „ქიმია ჩვენ ირგვლივ“, დაიწყო. კვირეულის პირველ დღეს მეთერთმეტე კლასის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: თ.დუნდუა, მ.სილაგაძე, ლ.კოპალიანი, ი.გედენიძე, მ.ობოლაძე, მ.ჭიჭინაძე, გ.კინწურაშვილი, თემაზე - „ქიმია და ჯანსაღი კვება“ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტატორებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის, კერძოდ, ჯანსაღი კვების მიმართულებით, ქიმიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ახსნეს, როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საკვები პროდუქტები და თქვეს, როგორ შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და კარგი განწყობა გვქონდეს.
მოსწავლეებმა დამსწრეებს აჩვენეს, როგორ შეიძლება ცხიმის ხარისხის შემოწმება ლაბორატორიულად, ასევე მარტივი ექსპერიმენტით გაარკვიეს ხაჭოს რამდენიმე ნიმუშის მაჩვენებელი სახამებლის შემცველობაზე. ბოლოს კი, დაარიგეს თემასთან დაკავშირებული ბუკლეტები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს