„ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა, ატმებს ცეცხლი გასჩენია“ - გაზაფხულის ზეიმი შუასურების საჯარო სკოლაში
11-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები იმართება. 

ახლახან, სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გაზაფხული ლამაზი“ ჩატარდა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა. 

ღონისძიებაში 1-ელი - მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გაზაფხულის შესახებ ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიება სიმღერით - „გაზაფხული“ გახსნეს, ლექსები წაიკითხეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ჩანახატები წარადგინეს. გარდა ამისა, მუსიკალური კომპოზიცია გამართეს. მათ აყვავებული ხეები შექმნეს, რაც თვალწარმტაცი სანახავი იყო. „ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა, ატმებს ცეცხლი გასჩენია“ - გრიგოლ აბაშიძის ლამაზი ლექსის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.

ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203