იანეულის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის პირველი დღე მხატვრულ კითხვას დაეთმო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. ის მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში პედაგოგების - თამარ ფიფიასა და სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენის კვირეული დაიწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ.
კვირეულის პირველი დღე მხატვრულ კითხვას დაეთმო. II - V კლასის მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
პირველი სამი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - მათე შარაშიძე;
II ადგილი - მართა დოლიძე;
III ადგილი - მარიამ კიკვაძე.
იხილეთ ფოტოები: