ქუთაისის N38 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება.
ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მემორიელი ყვავილებით შეამკეს, ამ დღისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში კლასის დამრიგებლის - ავთანდილ მუშკუდინისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს