ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო ლექცია გაიმართა 
11-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში, ლექციები გამართა.

ლექციაზე განხილული თემები იყო:

  • დემოკრატიული სახელმწოფოს მშენებლობის გამოცდილება საქართველოში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში - საკითხზე ირაკლი ირემაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ისაუბრა.
  • ადამიანის უფლებები: წარსულის გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები - ამ თემაზე მალხაზ ჭკადუამ, ჟურნალისტმა, პედაგოგმა გაამახვილა ყურადღება.
ლექციას მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოეწყო დისკუსია, მოსწავლეებმა კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების კლუბ „სხივის“ კურატორი თამილა რიონიძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203