„ვქმნით პოსტერებს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებზე“ - დედაენის დღის​ადმი მიძღვნილი კვირეული წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
11-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავი კვირეული დაიწყო. 

პირველივე დღეს, მე-6 კლასში, დამრიგებელის - თამილა ჭოლაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - დოდო ხაჩიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, თემაზე - „ვქმნით პოსტერებს „ვეფხისტყაოსნის აფორიზმებზე“.

მოსწავლეებმა, სურვილისამებრ შერჩეული აფორიზმების მიხედვით, სკოლაში წარადგინეს პოსტერები, ისაუბრეს შოთა რუსთაველის დამსახურებაზე, აფორიზმების აზრობრივ დატვირთვასა და მნიშვნელობაზე, წარმოდგენილი მასალის არჩეულ აფორიზმთან შესაბამისობაზე.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ პრეზენტაციის, კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის და შეფასების უნარები.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძემ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი, მოსწავლეთა ნაშრომები და უსურვეს მათ წარმატებები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203