ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ხატვის კონკურსი გაიმართა
11-04-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ისინი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ. ამჯერად, სკოლაში ხატვის კონკურსი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მათ საკუთარ მერხებთან დამოუკიდებლად იმუშავეს, მრავალფეროვანი ნამუშევრები მოამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს