შუქრუთის N1 სკოლის მოსწვლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს 
11-04-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედიას შეწირული გმირები, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელ სუზანა ბიწაძის თაოსნობით, ქალაქ ჭიათურაში იმყოფებოდნენ, სადაც 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულეს. 

მოსწავლეები დაესწრნენ იქ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას, შემდეგ კი, მოინახულეს 1924 წელს მომხდარი აჯნყების დროს, ჭიათურა-საჩხერეში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203