საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტუმრობდნენ
15-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი და შემეცნებითი დღე ჩაიწერა. 

გიმნაზიის II (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და II (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) კლასის მოსწავლეები, ბუნების საგნის სასკოლო პროგრამის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს შიდა სივრცე, გაეცნენ ოპერატორების მუშაობას.

ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ პრეზენტაციის სახით გაეგოთ ცენტრის მთავარი მიზანი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში პრევენცია და სწრაფი რეაგირებაა. მოსწავლეებმა ნახეს ასევე ვიდეორგოლი, თუ როგორ მიმართონ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - 112-ს.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მოზარდები უდიდესი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში და კიდევ ერთი საინტერესო და საგანმანათლებლო დღე ჩაიწერა მათ მეხსიერებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203