საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოწაფეები ქიმიის კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაში აქტიურობისთვის დაჯილდოვდნენ
12-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ქიმიის მოყვარულთა კლუბი.

თებერვალში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო კათედრისა და ქიმიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით (პედაგოგი თეა ქვრივიშვილი), ჩატარდა ქიმიის კვირეული.

კვირეული საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახა. 

მეტად შემეცნებითი იყო კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ გიმნაზიის მოსწავლეები:

  • ნუცა ოსტროჟნი;
  • ნატა ცხოვრებაძე;
  • ელენე თუთისანი;
  • ბარბარე შარმაზანაშვილი;​
  • ირაკლი ბაბუცაშვილი​;
  • სალომე გოგილავა;
  • ეკატერინე მარგალიტაძე;
  • თეა კოჩალიძე;
  • ეკატერინე გორგაძე;
  • ნინო შავიძე;
  • თამაზ კაბულაშვილი; ​
  • ელენე სამხარაძე;
  • მარიამ კუჭაშვილი;
  • დავით დუგლაძე;
  • დავით ჩხაიძე;
  • ავთანდილ ხოსრუაშვილი.

ახლახან, პარაკლისის შემდეგ, გიმნაზიის რექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, საზეიმო ვითარებაში გადასცა ამ მოსწავლეებს მადლობის სიგელები.

გიმნაზიის მოსწავლეები მუდამ გამოირჩევიან მათი მონდომებითა და ჩართულობით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, ამ მხრივ კი გიმნაზიაში მრავალი აქტივობა განხორციელდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203