გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
ამჯერად, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თემატური აქტივობა კონსულტანტ-მასწავლებლის - ლია მარგიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ორი დიდი ისტორიული კონტექსტი აქვს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონება.
მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, მათ ამ დღისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები: