„აპრილის ტიტები“- სამიქაოს საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება.
ა️მჯერად, სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება - „აპრილის ტიტები“ გაიმართა. მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს და აზრი დააფიქსირეს.
მათ გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს