ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტი განხორციელდა
11-04-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის უფროსმა მასწავლებელმა - არმენუი პაპოიანმა, მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განახორციელა პროექტი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება, სპორტით დაკავება და ფიზიკური აქტივობები ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. 

მოსწავლეებმა ასევე განასხვავეს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები და აღნიშნულ საკითხზე თავიანთი დამოკიდებულებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203