ხელვაჩაურის N1 სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
12-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა თანატოლებს ამ ორი ისტორიული მნიშვნელობის თარიღის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნეს, მხატვრულად წაიკითხეს პატრიოტული ლექსები და გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები.
შეხვედრის მიწურულს, ბავშვებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს