„9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე გამარჯვებისა“ - პატრიოტული ღონისძება ბათუმის N9 საჯარო სკოლაში
10-04-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძება გაიმართა. 

ღონისძიება, სახელწოდებით - „9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე გამარჯვებისა“, ემოციებით დატვირთული და ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული იყო. 

მოსწავლეები არც ისე შორეულ წარსულში „დაბრუნდნენ“, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203