„გენდერული თანასწორობა“ - საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში
11-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

შეხვედრა 8 აპრილს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო და ეხებოდა თემას - „გენდერული თანასწორობა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შეხვედრის მსვლელობისას აქტიურად იყვნენ ჩართულნი და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა საზოგადოებისთვის.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობა არის საზოგადოების მიერ ქალებს და კაცებს შორის მსგავსებების და განსხვავებების და მათი როლების თანაბარი დაფასება. ქალები და კაცები არიან თანასწორი პარტნიორები სახლში, თემში და საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203