
„გამარჯვებების დღე“ - ასე უწოდეს ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლის - ლიზი ჯინჭარაძის სპორტულ წარმატებას.
ლიზიმ მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, I ადგილი მოიპოვა - სკოლა მისი მიღწევით აამაყია.
სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ასევე, იმ მოსწავლეების მხარდაჭერას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა სახეობით.
იხილეთ ფოტოები: