ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლის - ბექა ჯაყელის სპორტული წარმატება და დამსახურებული ოქროს მედალი
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებითა და ხშირად ერთვებიან.
ახლახან, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირში მოსწავლე ბექა ჯაყელი მონაწილეობდა. მან ღირსეულად ისაპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და კრიობაში I ადგილის მოიპოვა.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ.
იხილეთ ფოტოები: