ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეწარმეო განათლების ფესტივალში მონაწილეობენ
ბათუმის N20 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადეობა ჰყავს, რომლებიც გარდა საგაკვეთილო პროცესისა, კლასგარეშე ღონისძიებებშიც ხშირად ერთვებიან.
სკოლის მცირე საწარმო „თაჩე“ თბილისი მოლში გამართულ „სამეწარმეო განათლების ფესტივალ 2024-ში“ მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ისინი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
მათ ფესტივალზე თავიანთი ნამუშევრები - სხვადასხვა აქსესუარი წარადგინეს. მათი ნაკეთობები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თვალწარმატაცი სანახავია.
„ვემზადებით გამარჯვებისათვის, წარმატებები მოსწავლეებს“,- სკოლაში მოსწავლეთა წარმატების სჯერათ და მოსწავლეებს აქტიურად ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები: