
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები ეწყობა.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „წითელქუდა“ დადგეს, სადაც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მიიწვიეს.
სპექტაკლის რეჟისორებიც, სცენარის ავტორიც, მხატვრული გამფორმებლებიც, მხატვრებიც და დიზაინერებიც, თავად ბავშვები იყვნენ.
„მთავარი მოქმედი პირები - წითელქუდა, დედა, ბებია, მგელი და მონადირე შარლ პეროს პერსონაჟებისგან განსხვავებულები იყვნენ. მათ თანამედროვე ქცევებით, ჩაცმულობით, მანერებით შექმნეს საინტერესო სახეები“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა როლები შესანიშნავად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები: