„ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული, სამართლიანობა“ - ლაგოდეხის N3 სკოლის დირექტორის მოადგილე მეგი კურტანიძე პედაგოგის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
10-04-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მეგი კურტანიძე სამართლიანი, პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ, ბავშვებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს, დავალებებს სთავაზობს. ის მოსწავლეებს ყოველთვის სასრგებლო რჩევებს აძლევს და მოუწოდებს ყოველთვის წინ, მიზნისკენ იარონ.

მეგი კურტანიძე, etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, სამართლიანი, პროფესიის სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ბავშვებო, შეუძლებელი არაფერია.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მაქსიმუმს გავაკეთებდი მიზნის მისაღწევად.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, განათლებული, კეთილი, მხიარული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბავშვების ბედნიერი სახეები შესრულებული დავალების დროს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სკოლის დაგეგმილ აქტივობებში აქტიური ჩართვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203