„ილია- ერის მამა“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
10-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო, სკოლაში, V და VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიება - „ილია- ერის მამა“.

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა გაიხსენეს ბუმბერაზი მწერლისა და პოეტის, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და მოღვაწეობა.

მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი ოთხი ნაწარმოებიდან პატარ-პატარა თეატრალური დადგმები. ესენია:

  • „ოთარაანთ ქვრივი“;
  • „მგზავრის წერილები“;
  • „კაცია- ადამიანი?!“;
  • „განდეგილი“.

„მათ ასევე გაიხსენეს მისი ლექსები, ბრძნული გამონათქვამები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს იმ მთავარ პრინციპებს, რომელთათვისაც ილია მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუდრეკელად იბრძოდა და იცავდა“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების დღეს, კლასი მოირთო მოსწავლეების შესრულებული ნახატებით და წარწერებით, სადაც წარმოჩენილი იყო ბავშვების შემოქმედებითი უნარები.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203