კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
10-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება მათემატიკის მასწავლებლის, დამრიგებლის - კარინე აკოპიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მის მიმდინარეობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. მათ საინტერესო აქტივობები წინასწარ მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებისა და თემის წარმომადგენლების წინაშე წარსდგნენ. ღონისძიებას ლექსები, სიმღერები, ცეკვები და მისალოცი ციტატები ამრავალფეროვნებდა. საგანგებოდ მორთული ოთახი კი, 8 მარტის ფერად დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ ეფექტს სძენდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქალთა საერთასორისო დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
„მოსწავლების ემოციებმა გადმოინაცვლა ჩვენთანაც და აგვიმაღლდა განწყობა. მადლობა გადავუხადეთ ღონისძიების ხელმძღვანელს და თითოეულ მოსწავლეს ამ დღის გალამზებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს