როდინაულის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის ხსოვნის საღამო ჩატარდა
12-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის სვირის კორპუსში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

5 აპრილს, ლადო ასათიანის ხსოვნის საღამო ჩატარდა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. 

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. ღონისძიებას პედაგოგი დარეჯან ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ როდინაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203