როდინაულის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის სვირის კორპუსში სასწავლო წელი საინტერესო, მამოტივირებელი და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პოეზიისა და მხარტვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. 

სწორედ ამიტომ, მე-8 კლასის მოსწავლეებმა „პოეტების მეფის“ - გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მისი ბიოგრაფია და ლექსები გაიხსენეს. აქტივობა კლასის დამრიგებლის მაყვალა მაჩიტიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203