ნოდარ დუმბაძის გაცოცხლებული შემოქმედება როდინაულის საჯარო სკოლაში
10-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მეტად მრავალფეროვანი გახადონ და მათ არ მხოლოდ შემეცნებითი, არამედ შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები შესთავაზონ. 

ამის დასტურია, 4 აპრილს, მე-4 კლასში გამართული ღონისძიება, რომელიც დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და მწერალს, ნოდარ დუმბაძეს ეძღვნებოდა. 

მოსწავლეებმა, ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია გაიხსენეს და ყველასათვის საყვარელი ნაწარმოებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“, თეატრალური დადგმა გაითამაშეს. 

მოსწალეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდლებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

აღსანიშავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ირმა ზიბზიბაძე ხელმძრვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203