მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს
10-04-2024
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი თარიღები კი ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, გამორჩეული აქტივობა 9 აპრილს მიეძღვნა. თარიღის შესახებ მოსწავლეებმა ვიდეორგოლი მოამზადეს. ისინი თბილისში, საქართველოს პარლამენტთან იმყოფებოდნენ, სადაც კადრები გადაიღეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

გარდა ამისა, მათ მოქალაქეები და 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები ჩაწერეს. ვიდეო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, ამომწურავად ისაუბრეს.

გარდა ამისა, სკოლაში აღნიშნულ თემატიკაზე შესრულებული ნახატების და პოსტერების გამოფენა მოეწყო. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203