„დედა ენა ერის ბურჯია“ - საინტერესო ღონისძიება აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში
10-04-2024

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ღირებულებების დაცვასა და მოსწავლეებში დედაენისადმი სიყვარულის გაღვივებას. 

სწორედ ამ მიზნით, III კლასში, დამრიგებლის ნანა წურწუმიას ხელმძღვანელიბით გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - „დედა ენა ერის ბურჯია“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წაკითხული ლექსებით და წარმოთქმული სიტყვებით მოსწავლეები სათუთად ეფერებოდნენ მშობლიურ ენას, გამოხატავდნენ მისადმი სიყვარულს და პატივისცემას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უფრო გაალამაზა მოსწავლეთა შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა.

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებით აღსავსე იყო მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203