საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ
10-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების კულტურულ განვითარებაზე ზრუნავენ და მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში, ზღაპრის - „ჩიპოლინოს“, წარმოდგენას დაესწრნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თეატრში სასკოლო საზოგადოებას აღმაფრთოვანებელი გარემო დახვდათ, აღსანიშნავია, რომ მისვლამდე დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა და ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს წაუკითხეს ზღაპარი და გააცნეს პერსონაჟები.

როგორც სკოლაში აფასებენ, პერსონაჟების კოსტუმები და დეკორაციები შესრულებული იყო უმაღლეს დონეზე, რამაც ყველა ასაკის მაყურებლის გაოცება გამოიწვია.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები არაფორმალურ გარემოში და მშობლების ჩართულობით ეხმარებიან მოსწავლეებს ფანტაზიის, დამოუკიდებლობის, გააზრების, დაკვირვების და სხვა უნარების განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203