„სპორტი ჩვენს ცხოვრებაში“ - ბეჟანოს საჯარო სკოლაში ღონისძიება-კონკურსი ჩატარდა
10-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექევა

ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ჰ.გრიგორიანმა და ა.მანუშაკიანმა შეჯიბრი-ღონისძიება სახელწოდებით - „სპორტი ჩვენს ცხოვრებაში“ მოაწყვეს. 

ამ სახელწოდებით, მოსწავლეებს სურდათ გამოეხატათ სპორტის მნიშვნელობა ადამიანების ცხოვრებაში.

მოსწავლეებს ასევე ღონისძიების დაგეგმვაში დაეხმარა სკოლის სპორტის სპეციალისტი და მასწავლებელი ხ. მკოიანი, რომელსაც სკოლაში მადლობას უხდიან.

კონკურსმა/ღონისძიებამ გეგმის მიხედვით, იდეალურად ჩაიარა. 

„ღონისძიების ფარგლებში, შესანიშნავი შესრულებით, სიტყვით გამოვიდა მე-6 კლასის მოსწავლე ა.უნანიანი, რომელიც არის ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის მოსწავლე“, - გვეუბნებიან სკოლაში.

კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. ისინი ერთმანეთს ფრენბურთში ეჯიბრებოდნენ.

შეჯიბრის დროს მე-12 კლასის გუნდი ფინალურ ეტაპზე გავიდა, რითაც აჩვენა თავისი ძალა სპორტში. 

მე-12 კლასელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატით. 

სკოლის დირექტორმა, იურა იაილოიანმა დიდი მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, პედაგოგს და თითოეულ გუნდს ამ სპორტული ღონისძიებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სპორტის მნიშვნელობას ადამიანების ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203