„ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“ - შთამბეჭდავი პროექტი საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში
11-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, პროექტებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

მათ შორის იყო ოთხი საგნის ინტეგრირებული პროექტი - „ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“. პროექტის იდეა მე-6 და მე-7 კლასებში გაჩნდა. 

თემა სამყაროს მიმართ დაუდევრობასა და ბუნებასთან თანაგანცდის სისუსტეს ეძღვნებოდა სხვადასხვა ნაწარმოების გამოყენებით (ვ. ფშაველა, ია მე-6 კლასი, რ. ინანიშვილის „ტყის შვილები“).

„ლიტერატურას მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს. ეს ჭეშმარიტება უნიჭიერესმა მწერალმა - გურამ დოჩანაშვილმა ბრძანა. და სწორედ ლიტერატურა „მასპინძლობდა“ პროექტს, რომლის სახელწოდება იყო „ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“. სტუმრები კი იყვნენ: გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა (საგნის მასწავლებლები :ი. ლომაია,ი. აბრალავა,თ.მიქავა ,ფ.კვირიკაძე)“, - გვიყვებიან სკოლაში.

ერთ ჭრილში აღქმული სამყარო, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლიტერატურამ, გეოგრაფიამ, მუსიკამ და ისტორიამ მრავალფეროვან კონტექსტში წარადგინეს.

საინტერესო პრეზენტაციებმა, მოსწავლეთა ხელით შექმნილმა მაკეტებმა, ესეებმა, დიდი შემეცნებითი დატვირთვით წარმოდგენილმა გეოგრაფიულმა, მუსიკალურმა მასალებმა პროექტს „პატარა კონფერენციის“ სახე მისცა.

პროექტმა მოსწავლეებს შესძინა ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. მათ ასევე განსაზღვრეს ადამიანის როლი ამ საკითხებთან მიმართებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე - დ.ზარქუა და პედაგოგები: ნ.შეროზია ,ნ.უბილავა, ნ.მესხია და ც.ჭანტურია.

სკოლაში მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ვიდეოები:



















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203