„სტკიოდათ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ თავისუფლება გვაჩუქეს!“ - 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალშენის N2 საჯარო სკოლაში
10-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. 

„სტკიოდათ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ თავისუფლება გვაჩუქეს!“, „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები!“ -  ამ გზავნილებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა სოფიკო კონცელიძემ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირებს. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობა ისაუბრეს და გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, წაიკითხეს სტატიები, შემდეგ კი, წარადგინეს პრეზენტაცია.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ჩვენი ქვეყნის გმირებს და მადლობა გადაუხადეს თავისუფლებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203