9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება აჭყვას საჯარო სკოლაში
10-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის - ია გორგაძის, ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში პატრიოტული ღონისძიება მოაწყეს.

ღონისძიება საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში დატრიალებულ ტრაგედიას, 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა, დღეს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის ტრაგედიაზე, წაიკითხეს ლექსები, გაითავისეს ამ დღის მნიშვნელობა და იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა სიტყვებში იგრძნობოდა ქართული სულისა და გენის გამოძახილი. ისინი წარსულის გმირებზე და მათ საქმეებზე გულანთებული საუბრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა.

„რაც მთავარია აქ არ იყო მხოლოდ წარსულის გახსენება, აქ იგრძნობოდა მომავალი თაობის ეროვნული სული. ცხადად ჩანდა,რომ საქართველოს ისინი არასდროს და არავის დაუთმობენ“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203