ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური რეკლამები შექმნეს
10-04-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „მედიაწიგნიერების უნარების განვითარება“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, გაიმართა ბოლო აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

მოსწავლებმა კლასების მიხედვით წარადგინეს სოციალური რეკლამები, რამაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა, ბოლოს კი, გამარჯვებული კლასები გამოვლინდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პროგრამის სერტიფიკატით, სკოლამ კი მიიღო პროექტში მოგებული ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ჟანა ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203