თხინვალის საჯარო სკოლის ექიმი მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და პირად ჰიგიენაზე ესაუბრა
10-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლაში მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღე აღინიშნა. მოსწავლეებს სკოლის ექიმი სწორედ ჯანმრთელობასა და პირად ჰიგიენაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს განუმარტა, რომ ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობის მომტანს ნიშნავს. ხაზი გაუსვა იმას, რომ ჰიგიენა ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთს ნიშნავს და სწორედ აქედან წარმოიშვა სიტყვა ჰიგიენა.

შეხვედრის ბოლოს, ბელა ექიმმა მოსწავლეები მხიარულ გამოწვევაში ჩართო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

„ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული - „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“ ჰიგიენა ინფექციური დაავადებებთან ბრძოლის ერთერთი მთავარი იარაღია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203