ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეების მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები - დათო რომანაძე, ნინი რომანაძე, ანი რომანაძე, გვანცა გოგიტიძე და თამარ ბერიძე მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენციაში - „მუზეუმის როლი განათლებაში“ მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ და თავისუფლად ისაუბრეს და სკოლა ასახელეს.
იხილეთ ფოტოები: