კვალითის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს და გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, სხვადასხვა თემატური აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობა კარგად აქვთ გააზრებული.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გმირული და ტრაგიკული დღეა.
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“,- სწორედ ეს განწყობა გასდევდა ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203