„უსაფრთხოების წესები მიწისძვრის დროს“- იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა
10-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის ისინი არაერთ ღონისძიებას მართავენ. ამჯერად, სკოლაში აქტივობა - „უსაფრთხოების წესები მიწისძვრის დროს“ ჩატარდა. მოსწავლეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ მიმართულებით, ცნობიერება აიმღლეს. 

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია მოსწავლეები მსგავს საკითხებში ერკვეოდნენ, რასაც პროფესიონალი პედაგოგები უზრუნველყოფენ, გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203