თბილისის N103 სკოლის ქართული ცეკვის ანსამბლ - „გიორგის“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალზე ლაურეატის წოდება მიენიჭა
10-04-2024
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მოტივირებული, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გარდა სასწავლო პროცესისა, სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებაშიც ერთვებიან.
ამჯერად, სასკოლო საზოგადობა თბილისის N103 საჯარო სკოლის ქართული ცეკვის ანსამბლს - „გიორგის“ წარმატებით ხარობს.
თბილისში, „არტ-ჰოლში“, საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმების“ ორგანიზებით, საერთაშორისო სატელევიზიო საქველმოქმედო ფესტივალი - „მე მიყვარს საქართველო“ ჩატარდა. მასში ანსამბლი „გიორგიც“ მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, არაჩვეულებრივად იცეკვეს და ლაურეატის წოდება მიენიჭათ.
„ჩვენო ძვირფასებო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“,- სკოლაში ანსამბლს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს