კვალითის საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია. 

6 აპრილს, სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა სპორტული ღონისძიებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 6 აპრილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ ამ დღეს 1896 წლის 6 აპრილს ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.

მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მათ შორის მოეწყო მარათონი. 

„ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს და სპორტის სფეროში მოღვაწეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203